რუბრიკები
ჯუდ ლოუ რომის პაპის როლში
სერიალში “The Young Pope”, რომელსაც პაოლო სორენტინო არხ HBO-თვის გადაიღებს, ჯუდ ლოუ მთავარ როლს შეასრულებს. რეჟისორისთვის ეს პროექტი სატელევიზიო დებიუტი იქნება. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter აცხადებს. სერიალი Sky, HBO-სა და ფრანგული არხის _Canal Plus-ის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ყველა რვა ეპიზოდს იტალიელი რეჟისორი სორენტინო დადგამს. სცენარის ავტორები სორენტინო, ტონი გრიზონი, უმბერტო კონტარელო და სტეფანო რული არიან. სერიალის სიუჟეტი ამერიკიდან გადმოსახლებული გამოგონილი პონტიფიკის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ვატიკანის ყველაზე კონსერვატიული პაპი ხდება. სერიალზე მუშაობა იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფართო შეხედულებებით ცნობილი პაპი ფრანცისკია. სერიალში მოქმედება აშშ-სა და ვატიკანში ვითარდება. ინგლისურ ენაზე გადაღებული სერიალი საერთაშორისო აუდიტორიაზე იქნება ორიენტირებული. “The Young Pope”-ის გადაღებები, რომელსაც აწარმოებს სტუდია Cinecitta Studios იტალიაში იქნება. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 მაისს კანში გახსნილ რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სორენტინოს ფილმი „ახალგაზრდობა“ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. რაც შეეხება ჯუდ ლოუს, მისი უახლოესი სრულმეტრაჟიანი პროექტია_ კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ჯაშუში“, რომელიც მსოფლიო გაქირავებაში 2015 წლის 21 მაისიდან გამოჩნდება. J
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.