რუბრიკები
ჰიუ ჯეკმანი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი ჟურნალისტებს საშიში დაავადების შესახებ ესაუბრა, რომელსაც ის უკვე 18 თვეა ებრძვის. ცნობილია, რომ კანის კიბოს უიმედო დიაგნოზი ჰიუ ჯეკმანს ჯერ კიდევ 2013 წელს დაუსვეს. მაშინ მას კარცინომა (კანის ავთვისებიანი სიმსივნე) აღმოუჩინეს. ავადმყოფობის გამო ჰოლივუდის ვარსკვლავი იძულებულია ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოკვლევა ჩაიტაროს. ჰიუ ჯეკმანის თქმით, 2013 წელს ფილმის „იქს-ადამიანების“ გადაღებების დროს მას ცხვირზე უცნაური ლაქა გაუჩნდა, რის გამოც ცოლი გამუდმებით სთხოვდა ექიმთან წასვლას. „დებმა მაიძულა გამოკველვის ჩატარება. მაშინ პირველად დამიდგინეს ავთვისებიანი კარცინომა“, - აღიარა მსახიობმა. ამ შემთხვევის შემდეგ მსახიობს ცხვირზე ლაქა ისევ გაუჩნდა. თუმცა ჯეკმანმა იფიქრა, რომ ეს ჩვეულებრივი ჭორფლი იყო და მეტი არაფერი. მაგრამ ამ ჯერზეც ცდებოდა. ეს კვლავ სიმსივნე აღმოჩნდა. მესამედ სიმსივნური წარმონაქმნი კი ფატქობრივად ერთი კვირის შემდეგ გაჩნდა. თავად მსახიობს დიდი იმედები არ აქვს რომ კანის კიბოს დაამარცხებს. „მე რეალისტი ვარ და სათანადოდ ვუყურებ მოვლენებს. გამიმართლებს თუ სიმსივნური წარმონაქმნი კიდევ ორჯერ გამიჩნდება, მაგრამ სარწმუნოა, რომ ის უფრო მეტი გაჩნდება. ახლა მე არ ვზარმაცობ და პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს ჯანმრთელობას, რადგან მკურნალობის წარმატებული შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე“, - აღნიშნა ჰიუ ჯეკმანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.