აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დარეგისტრირდა. საკუთარი გვერდის შექმნიდან ერთი დღის შემდეგ კი მას უკვე მილიონნახევარზე მეტი "ფოლოუერი" ჰყავს. "მამა, მეუღლე და აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი" - ასე აღწერს თავის თავს თეთრი სახლის ლიდერი "ტვიტერზე". ბარაკ ობამამ პირველი პოსტი უკვე დაწერა: "გამარჯობა ტვიტერო, მე ბარაკ ობამა ვარ, მართლა!! ექვსი წლის შემდეგ, მათ ბოლოს და ბოლოს მომცეს საკუთარი გვერდი". ობამა "ტვიტერზე" უკვე დაუმეგობრდა ათობით ადამიანს, მათ შორის არის თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, მაგალითად სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
მასალის გამოყენების პირობები