რუბრიკები
ზუგდიდში შშმ პირების დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯალეს (ვიდეო)  
ზუგდიდში ასოციაციამ  ,,დეა“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სადისკუსიო შეხვედრა გამართეს თემაზე -სახელმწიფო პოლიტიკის მოდელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში. შეხვედრა ასოციაციის „დეა“ ოფისში შედგა. მას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,ასევე,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორმა ციური ანთაძემ შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გააცნო, რომლიც განვითარებულ ქვეყნებში შშმ  პირების დასაქმების სფეროში არსებობს.განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიკა ზაქარეიშვილმა შეკრებილებს სამინისტროს სტრატეგია გააცნო,რომელიც შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საქართველოში შშმ პირთა დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს. თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს,რომლებიც შშმ პირების დასაქმებასა და ადაპტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.