რუბრიკები
ტორტი „რაფაელო“
ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის: კვერცხი - 3ც წყალი - 4 ს.კ. შაქარი - 150 გ ფქვილი - 100გ სახამებელი - 100გ გამაფხვიერებელი - 3 ჩ.კ. ქოქოსის ფანტელი 30 გ კრემისთვის: ნაღების ყველი მასკარპონე - 500 გ შესქელებული რძე - 3/4 ქილა ნუში - 120 გ მოსართავად: ქოქოსის ფანტელი - 40 გ კვერცხი შაქართან და წყალთან ერთად ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მზა ბისკვიტი გააციეთ და გაჭერით შუაზე. ნუში გაასუფთავეთ და დაბალ ცეცხლზე მოხალეთ. წვრილად დაჭერით. მასკარპონე ათქვიფეთ შესქელებულ რძესთან ერთად. ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაჭრილი ნუში. დაადეთ მეორე ფენა და მასაც წაუსვით კრემი. ტორტი ერთი ღამით შედგით მაცივარში. დილით მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და სურვილისამებრ მორთეთ მარციპანის ყვავილებით ან მთლიანი ნუშებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.