ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. შედეგების თანახმად, საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი ფინალში გავიდა.
თხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ნინა სუბლატი მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარფინალურ ტურში მე-16 ნომრად წარსდგა, სიმღერით
Warrior.
ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი - 23 მაისს.
21 მაისს ნინა სუბლატი მიწვეულია BBC-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ის ცნობილ ბრიტანელ კომენტატორებთან ერთად წაიყვანს და შეაფასებს ევროვიზიის მეორე ნახევარ ფინალს.
ნახევარფინალში სულ 16 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათგან ათი ფინალშიც იმღერებს. ფინალისტები ჟიურიმ და მაყურებლებმა გამოავლინეს.
BBC Eurovision-ის შეფასება: "სამეფო კარის თამაშების ყვავების არმიამ დღეს თავისი ახალგაზრდა წარმომადგენელი იხილა"
ამავე თემაზე : რადიო ,,ათინათი” ნინა სუბლატს ვენაში დაუკავშირდა
მასალის გამოყენების პირობები