რუბრიკები
ზუგდიდში „ყველაზე ნიჭიერი“– ს გამოვლენის ღონისძიება დაიწყო
დღეს  ზუგდიდის მუსიკალური სკოლის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შორის „ყველაზე ნიჭიერი“ – ს გამოვლენის ღონისძიება დაიწყო .
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნონა თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ხელოვნების ცენტრ „ჰარმონია“–ს დირექტორი და საერთაშორისო ფესტივალ „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე ესწრებოდნენ.
სკოლამდელი აღსაზრდელები ერთმანეთს ცეკვაში, სიმღერაში, ინტელექტუალურ თამაშებში და ხატვაში შეეჯიბრებიან. საბავშვო ბაღებს შორის გამარჯვებულს, ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ციცო თოლორაია, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია, განათლების განყოფილების უფროსი ზაზა გაბისონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაგდალინა თოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ნინო ბოხუა და სპეციალური სტუმარი საერთაშორისო ფესტივალ „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დასახელდებიან. პრველი ადგილის მფლობელ საბავშვო ბაღს ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით გადაეცემა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 200 ლარი და მესამე ადგილზე გასულებს 150 ლარი, ხოლო დანარჩენ ნომინაციებზე გასულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. 
დღევანდელი ღონისძიება გახსნა დაჩელის, ინგირის, ზედაეწერის, ცაიშის, რიყისა და კახათის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. 
საერთაშორისო ფესტივალ „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტ დარეჯან გეფერაძეს ინფორმაციით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ციცო თორიას თანადგომითა და წილობრივი დაფინანსებით , ზედაეწერის, დარჩლის და კახათის საბავშვო ბაღბის ნაკრები საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრებიან, რომელიც ბულგარეთში ტარდება. "მორსკაპელა" (ზღვის მარგალიტი) ფესტივალში მონაწილეობას სულ 12 ქვეყნის აღსაზრდელები მიიღებენ. საერთაშორისო ფესტივალ „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტმა დარეჯან გეფერაძემ სპეციალური პრიზი, საგზური ბულგარეთში გადასცა კახათის საბავშვო ბაღის „რწმენა“ აღსაზრდელს ნია ჩახაიას. ღონისძიება 27 მაისის ჩათვლით გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.