რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 217 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას განმარტებით,  აღნიშნული თანხა  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება: ქალაქ ზუგდიდის მე-10  საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 146, 7 ათასი ლარი. გარეგანათების მოწყობა - 237, 3 ათასი ლარი. ყინულის სასახლის მშენებლობის დასრულება - 914, 4 ათასი ლარი. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა - 129, 7 ათასი ლარი. სანიაღვრე და წყალსაწრეტი მოწყობილობის მოწესრიგება. ამასთან, ბიუჯეტში შევიდა შიდა ცვლილება. კერძოდ, შემცირდა მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული და ასევე აიპიების  ხარჯები. მათ შორის საკრებულოს ხარჯები 24, 1 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო მერიის 228, 8 ათასი ლარით. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე გაიზარდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება: გზების რეაბილიტაცია - შეკეთება - 100 ათასი ლარი. სპორტული მოედნის მშენებლობა - 85 ათასი ლარი. უმწეო ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია - 100 ათასი ლარი. ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 19 მილიონ 859, 8 ათასი ლარით განისაზღვრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.