რუბრიკები
ტომ კრუზი „ჯეკ რიჩერი“-ის სიქველში
ტომ კრუზი და რეჟისორი ედვარდ ცვიკი, რომლებიც ფილმზე „უკანასკნელი სამურაი“ ერთად მუშაობდნენ, „ჯეკ რიჩერი“-ის სიქველის გადასაღებ მოედანზე კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ორიგინალმა 2012 წელს მსოფლიო გაქირავებაში 218,34 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ლიტერატურის მამას ლი ჩაილდს ჯეკ რიჩერის შესახებ ორი ათეული რომანი აქვს დაწერილი, რომელთაგან სიქველისთვის ერთ-ერთი უახლესი, 2013 წლის შემოდგომაზე გამოცემული – „არასდროს არ დაბრუნდე“ (Never Go Back) შეარჩიეს. რიჩერს ამჯერად გეზი ვირჯინიის სამხედრო ბაზაზე აქვს აღებული, სადაც ის ადრე მსახურობდა. მას თავისი ქვედანაყოფის მეთაურთან სიუზენთან ვახშამი აქვს დაგეგმილი. იქ ჩასვლის შემდეგ ჯეკი იგებს, რომ ბაზის ხელმძღვანელობა შეიცვალა, სიუზენი ციხეშია, ხოლო მას ვიღაც მამაკაცის ცემაში სდებენ ბრალს. ამასთან ტივტივდება ისტორია ჯეკის მამობასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ბავშვის არსებობა ნამდვილი აღმოჩენაა – სავარაუდოდ უსიამოვნო. პირველი ფილმის ავტორი კრისტოფერ მაკკუორი ახალ პროექტში პროდუსერის ფუნქციებით შემოიფარგლება. ზაფხულში ის კრუზის მთავარი კინოსერიალის „შეუსრულებელი მისია“-ის მეხუთე ნაწილს უშვებს. გაგრძელების სცენარი რიჩარდ უენკს („ექვალაიზერი“, „შეუჩერებელნი 2“) ეკუთვნის. ედვარდ ცვიკი და მარშალ გერშკოვიცი, რომელიც მუშაობდა ცვიკთან ერთად ფილმებზე „უკანასკნელი სამურაი“ და „სიყვარული და სხვა წამლები“, მასში გარკვეულ შესწორებებს შეიტანენ. ცვიკი წელს გამოუშვებს ბიოგრაფიულ ფილმს ბობი ფიშერის შესახებ „Pawn Sacrifice“, სადაც გამოჩენილი მოჭადრაკის როლს ტობი მაგუაირი, ხოლო მოწინააღმდეგის, საბჭოთა გროსმეისტერის ბორის სპასკის როლს ლივ შრაიბერი შეასრულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.