ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს - ED -ს უშვებს.
ელენის თქმით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ტანსაცმლისა და აქსესუარების პირველი კოლექციის შექმნაში.
„გადავწყვიტე ფსონი კლასიკურ სტილსა და ელეგანტურობაზე გამეკეთებინა - ყველა სამოსი შესანიშნავად არის შეკერილი, მათ უბრალო სილუეტები და ძვირფასი ქსოვილები აქვთ. ესკიზების შექმნისას ორიენატიცია ავიღე საკუთარ გემოვნებაზე. კიმ კარდაშიანი ჩემი კლინეტი ვერ გახდება. თუმცა მას შეუძლია რამდენიმე კაბა იყიდოს და დაამოკლოს“, -აღნიშნა დეჯენერესმა.
ელენმა დაამატა, რომ მისი კოლექციის კაბებისა და ქვედაკაბების უმეტესობას საშუალო სიგრძე აქვს.
„ჩემს შოუში ხშირად მოდიან ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მინი-კაბები აცვიათ. ეს კაბები იმდენად მოკლეა, რომ სტუმრები მოუხერხებლად სხედან და ფეხს ფეხზეც კი ვერ იდებენ. ვფიქრობ, რომ კაბა კომფორტული უნდა იყოს, და არა დამტანჯველი“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.
მასალის გამოყენების პირობები