მამაკაცთან სერიოზული საუბრის დრო საღამოა. როგორც The Daily Mail-ი სუპერმარკეტების ქსელის Asda -ს გამოკითხვებზე დაყრდნობით იტყობინება, სერიოზული თემების განხილვის იდეალურ დროდ 20 სთ და 15 წთ დასახელდა. ამ დროს მამაკაცები თავიანთ თანამოსაუბრე ქალებს მეტი ყურადღებით უსმენენ.
სულ გამოიკითხა ათასი ადამიანი. გამოკითხვისას გაირკვა, რომ ქალები ხშირად სერიოზული საუბრისთვის დროს დილით, საუზმობისას ირჩევენ.
ამის გარდა მამაკაცთა 39 პროცენტმა განაცხადა, რომ მზად არიან საინტერესო თემები ავტომობილის მართვისას განიხილონ. 20 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ შეუძლიათ დაუთმონ პარტნიორ ქალებს თუ საუბარი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მიმდინარეობს.
გამოკითხულ მამაკაცთა 93 პროცენტმა აღიარა, რომ არ შეუძლიათ საუბრის განვითარება ფეხბურთის მატჩის დროს.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა 80 პროცენტი ფრაზას - „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ“, საუბრის ყველაზე საშიშ დასაწყისად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები