ქალაქ ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი „სამტრესტის“ შენობასთან გაჟონილი ქლორის გაუვნებელყოფის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული სამუშაოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი გამოიყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თბილისიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილი გუშინ დაათვალიერეს.
ცნობისთვის, წერეთლის ქუჩაზე მდებარე „სამტრესტის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ ძველი კასრები აღმოაჩინა, საიდანაც ქლორი ჟონავდა. შემთხვევა 5 დღის წინ დაფიქსირდა. მოსახლეობამ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები