დღეს, 21 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზები: ინგირი და ცაიში (ქვესადგურები: დარჩელი, კახათი, ცაიში), ელექტროგადამცემ ხაზ-ინგირზე დაზიანებული ზეთიანი ამომრთველის აღდგენის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის
6676 აბონენტს (სოფლები:კიროვი-2 ანაკლია, კიროვი-3, ორული, დიდი ნეძი, ერგეტა, კახათი, კოკი ორსანტია,თარგამული, მარქსი, ახალკახათი, ცაიში, კურორტი, საჯიქიო, ცაცხვი).
მასალის გამოყენების პირობები