ინგრედიენტები:
კიტრი 4
პიტნა რამდენიმე ღერი
ქინძი 1 კონა
მწვანე წიწაკა 1
ნიორი 3-4 კბ
ზეთი 1/4 ჭ
მარილი
ძმარი
მომზადების წესი:
კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, რამდენიმე ნაჭერი მოვიტოვოთ მოსართავად. ქინძი, პიტნა და კამა გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ დავჭრათ, დავუმატოთ გარჩეული ნიორი, მარილი და წიწაკა. მწვანილი და სანელებლები მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ ზეთი და ავთქვიფოთ, დავუმატოთ ძმარიც. საწებელი არ უნდა იყოს ძალიან მჟავე და ძალიან ცხარე ძმარი არ გამოვიყენოთ. შეგვიძლია იგი შევცვალოთ ბალზამიკოთი ან ვაშლის ძმრით. კიტრს მოვასხათ გათქვეფილი საკმაზი და მაშინვე მივიტანოთ სუფრასთან.
რჩევა
ამ სალათას შეგვიძლია დავუმატოთ ახალი კომბოსტო ან სალათის ფოთლები.
მასალის გამოყენების პირობები