ოქროს სამკაულების მოულოდნელმა თვისებებმა მეცნიერები ძლიერ შეაშფოთა. როგორც გაირკვა, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულები ფსიქიკაზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს.
როგორც
Joinfo.ua წერს, ამერიკელი მედიკოსების აზრით, ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებმა საერთოდ უარი უნდა თქვან ოქროს სამკაულებზე.
საქმე იმაშია, რომ ოქრო ორგანიზმში ნერვულ აღგზნებას იწვევს და ამცირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც თავის მხრივ დეპრესიის გამომწვევია.
ამის გარდა მეცნიერთა მტკიცებით, ოქროს სამკუალებზე უარი უნდა თქვან ეპილეფსიით დაავადებულმა ადამიანებმა. ასევე უკიდურესად ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე ოქროს ბეჭდების ტარება იმ შემთხვევაში თუ ის დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. ამ დროს ხელები რეგულარულად ადამიანის მხედველობის არეში იმყოფება, თვალში გამუდმებით ხვდება ოქროს ბრჭყვიალი, რამაც შესაძლოა ნერვული სისტემის ძლიერი აღგზნება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები