ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Us Weekly-ის სახე გახდა.
45 წლის მომღერალმა დაამტკიცა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მან ჟურნალ Us Weekly-ის ყდა - „ვარსკვლავების მხურვალე სხეული“ დაამშვენა.
ორი შვილის დედა რუბრიკა Best Bodies-თვის (საუკეთესო სხეული) ახალ ფოტოსესიაში გადაიღეს. ფოტოსურათები ძალიან ლამაზი და სექსუალური გამოვიდა. ჯენიფერის თქმით, ის რეგულარულად დადის სავარჯიშო დარბაზში და დაკავებულია ცეკვებით.
„ძალიან იშვიათად ვაცდენ ვარჯიშს. ზოგჯერ ღამით გვაინობამდე ვმუშაობ, ბევრჯერ მიფიქრია, რომ ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი. მაგრამ მაშინვე ჩემს თავს ვეუბნები: „უბრალოდ გააკეთე ეს. ამას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება“, - აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა.
მასალის გამოყენების პირობები