მათი მშობლები მილიონობით ადამიანის კუმირები არიან. მათ შესახებ კი ალბათ, ბევრს არც კი გაგიგიათ. ჩვენ ვიპოვეთ ვარსკვლავების რამდენიმე შთამომავალი, რომლებიც ოდესმე შეიძლება, შეედარონ კიდეც თავიანთ მშობლებს, თუმცა, ჯერ-ჯერობით მათ ჩრდილში რჩებიან.
ჯონ ლენონის ორივე შვილი, ჯულიანი და შონი მამის ნაკვალევს გაჰყვა და მუსიკის სფეროთია დაკავებული.
ტომ ჰენკსის შვილი ჩესტერი (სასცენო ფსევდონიმი – ჩეტ ჰეიზი) საკუთარ მომავალს რეპ-ინდუსტრიაში ხედავს და საკუთარი ფინანსებით უკვე რამდენიმე კლიპიც გადაიღო.
პატარა ასაკის მიუხედავად, ელა ბლუ ტრავოლტამ უკვე მოასწრო რამდენიმე ფილმში მონაწილეობა და ანიმაციური პერსონაჟის გახმოვანებაც.
დენზელ ვაშინგტონის უფროსი ბიჭი ჯონ დევიდი პროფესიონალი რაგბისტია და გარდა ამისა, იგი უკვე 2 ფილმში გადაიღეს.
ჯეკ ნიკოლსონის უმცროსმა გოგონამ ლორეინმა 11 წლის ასაკში დაიწყო ფილმებში გადაღებები. თუმცა, ჯერ-ჯერობით გოგონას მხოლოდ მეორე ხარისხოვანი როლების შესრულება უწევს.
სტივ ჯობსის გოგო ლიზა ბრენან ჯობსი ჟურნალისტია და რამდენიმე ჟურნალის არაერთი სტატიის ავტორია. გარდა ამისა, მას პირადი ბლოგი აქვს, რომელიც მკითხველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ჩაკ ნორისი შვილი ერიკი ავტომრბოლელია. მას ასევე მონაწილეობა მიუღია რამდენიმე სერიალსა და ფილმში.
31 წლის მემი და 28 წლის გრეისი მათი დედის მერილ სტრიპის კვალს გაჰყვნენ და აქტიურად არიან დაკავებული სამსახიობო კარიერით. მემიმ სახელი გაითქვა ამერიკულ სერიალში „ექიმი ემილი ოუენსი“ მთავარი როლით. გრეისი კი „ამერიკული საშინელებათა ისტორიების“ ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა.
ჯეინ ერინ ქერი არ გაჰყვა მამის კვალს და მუსიკალური კარიერით დაკავდა. იგი მღერის საკუთარ ჯგუფში Jane Carrey Band.
ფრენსის კობეინი – „ნირვანას“ ლეგენდარული ფრონტმენის კურტ კობეინისა და არანაკლებ პოპულარული მომღერლის კორტნი ლავის ერთადერთი შვილია. გოგონა მსახიობი, მხატვარი, მომღერალი, ჟურნალისტი და მსოფლიოს ცნობილი ბრენდების მოდელია.
მასალის გამოყენების პირობები