ინგრედიენტები:
მზა ბისკვიტის 300 გ
არაჟანი 500 გ
შაქარი 150 გ
მარწყვი, ჟოლო
ჟელატინი 2 ს.კ
მომზადების წესი:
ჟელატინს დაასხით 100 მლ წყალი და დაალბეთ 30 წუთი. ათქვიფეთ შაქარი და არაჟანი.
ჟელატინი გაადნეთ და შეურიეთ კრემს.
ჭურჭელში ჩააფინეთ ცელოფანი და ფენა-ფენა მოათავსეთ ბისკვიტის ნატეხები, ხილი და კრემი. შედგით მაცივარში გასაციებლად.
გამაგრების შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და გააფორმეთ სურვილის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები