მომღერალმა ნინა სუბლატმა, რომელიც „ევროვიზია 2015“ - ის ფინალზე მე-11 ადგილზე გავიდა, Facebook - ის საკუთარ გვერზე კომენტარი დატოვა. „რა დიდი სირცხვილია!” - წერს სუბლატი . სავარაუდოდ მომღერალი ფინალური შოუს შედეგს გამოეუხმაურა, რომლის მიხედვითაც გამარჯვება შვედეთის წარმომადგენელს ერგო. ხოლო ყველასთვის მოულოდნელად რუსმა მომღერალმა მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის ეს არჩევანი ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ნინა სუბლატის სიმღერას საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ის გამოკითხვებით ლიდერთა ათეულში შედიოდა.
ამავე თემაზე:
რადიო ,,ათინათი” ნინა სუბლატს ვენაში დაუკავშირდა
მასალის გამოყენების პირობები