გულის ხაზი ცხოვრების ემოციურ სფეროს განაგებს. მისი მიხედვით შესაძლებლია გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის შესახებ უამრავი ინფორმაციის გაგება. იმისათვის, რომ გაარკვიოთ რას გეუბნებათ გულის ხაზი თქვენს ყოველდღიურ და პირად ცხოვრებაზე, ყურადღებით დააკვირდით მარჯვენა ხელისგულს. გულის ხაზი მთელს ხელისგულს გადაკვეთს. ფოტოზე ის წითელი ფერით არის აღნიშული. თუ გსურთ გაიგოთ მეტი თქვენს შესახებ, დახედეთ ხელს და ყურადღებით გაეცანით შემდეგ ინფორმაციას.
1.თუ გულის ხაზი იწყება შუა თითის ქვემოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილი ლიდერი ხართ. ამბიციური, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, სწრაფად შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ადამიანები, რომლებსაც ასეთი გულის ხაზი აქვთ, ნაკლებად მგრძნობიარეები არიან, გარშემომყოფების მიმართ ოდნავ ცივი დამოკიდებულბა აქვთ, მაგრამ ძალიან უყვართ თავიანთი ოჯახი.
2.თუ თქვენი გულის ხაზი შუა და საჩვენებელ თითებს შორის იწყება, იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ადამიანების მიმართ ყურადღებიანი და კეთილი ხართ, ოდნავ მერყევი და ფრთხილი. სხვა ადამიანები თამამად განდობენ თავიანთ საიდუმლოებებს. გადაწყვეტილებების მიღებისას უმეტესად გონების კარნახით მოქმედებთ.
3.თუ გულის ხაზი საჩვენებელი თითის ქვემოდან იწყება, ძალიან გულჩვილი ბრძანდებით, ზედმეტად ბევრს ითხოვთ სხვა ადამიანებისგან. ამასთან შეგიძლიათ ღრმად თანაუგრძნოთ ახლობლებს. გიყვართ დიდი გეგმების აწყობა და ბევრი რამ კარგად გამოგდით.
4.თუ გულის ხაზი საჩვენებელ და ცერა თითებს შორის იწყება, თქვენ მომთმენი, მზრუნველი ადამიანი ბრძანდებით. ხართ სათნო და მხიარული. თქვენთვის მთავარი ყველგან და ყველაფერში ჰარმონიაა. ბევრ ადამიანს თქვენ მეოცნებედ მიაჩნიხართ.
მასალის გამოყენების პირობები