მაჯის საათი ერთ-ერთია იმ აქსესუარებს შორის, რომელიც საქმიანი ადამიანების აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. სწორედ ამიტომ ცნობილი და მდიდარი ადამიანები ხშირად ათობით ათას დოლარს არ იშურებენ ძვირადღირებული მაჯის საათის შესაძენად. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც უპირატესობას ისეთ საათს ანიჭებენ, რომელთა ფასიც 10 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 200 დოლარს აღწევს. ასეთ გამონაკლისებს შორის ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები და მილიარდერები არიან, როგორებიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არიან.
ბილ გეითსი
2014 წელს, Politico-სთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ”მაიკროსოფთის” დამფუძნებელს ჰკითხა, რა ღირებულების საათი უმშვენებდა მაჯას. ”სულ რაღაც ათდოლარიანი Casio”, - უპასუხა ბილ გეითსმა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც ”ფორსის” ბოლო მონაცემებით, 79,2 მილიარდი დოლარია, მართლაც ხშირად ხედავენ ”კასიოს” ფირმის 10-20 დოლარის ღირებულების მაჯის საათით. ”კასიოს” საათი ბავშვობაში პრინც ჰარის საყვარელი ბრენდი იყო, თუმცა უელსის პრინცი ახლა ”როლექსის” ძვირადღირებულ საათს ამჯობინებს.
ლი კა-შინი
აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც 33,3 მილიარდი დოლარია, თითქმის არასდროს იშორებს მაჯიდან ”სეიკოს” ფირმის 50-დოლარიან საათს. მართალია, ლი კა-შინს საკუთარი იახტა და თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავს ტანსაცმელში და ნაკლებად ცნობილი ბრენდებით იმოსება.
ლოიდ ბლანკფეინი
Goldmad Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ”ფორბსის” 2014 წლის ”მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების” რეიტინგში მოხვედრილი ლოიდ ბლანკფეინი ”სვოჩის” მაჯის საათების მოყვარულია. როგორც თავად ამბობს, მის კოლექციაში ”სვოჩის” უამრავი საათია, რომელთა ღირებულება 100 დოლარს არ აღემატება.
რომან აბრამოვიჩი
რამდენიმე წლის წინ, საფეხბურთო კლუბ ”ჩელსის” მფლობელი და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი რომან აბრამოვიჩი ლონოდნის სასამართლოში საკმაოდ იაფფასიანი მაჯის საათით - Polar M61 გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 93 დოლარია. ”პოლარის” მაჯის საათებს ცნობილია პულსომეტრებითა და კარდიომონიტორებით, ამიტომ ამ ბრენდის საათებს ძირითადად სპორტსმენები მოიხმარებენ.
ჩაკ ფინი
Duty Free-ს დამაარსებელი ამერიკელი მილიარდერი, რომელიც საქვეყნოდ არის ცნობილი თავისი ქველმოქმედებით, რამდენიმე წელია 15 დოლარად ღირებულ ერთსა და იმავე მაჯის საათს ატარებს. ”თუ საათის გაგება ”კასიოს” 15-დოლარიანი საათით შემიძლია, რაში მჭირდება ძვირად ღირებული ”როლექსის” საათი?”, - ამბობს ჩაკ ფინი, რომლის ფონდმაც ქველმოქმედებისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში 6,2 მილიარდი დოლარი გაიღო.
ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის საყვარელი საათი Swatch Quaterman 85 დოლარი ღირს. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კი Patek Philippe-ის მაჯის საათს ირჩევდა, რომელიც რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ”სვოჩის” საათის მოყვარული იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერიც.
ბარაკ ობამა
2007 წელს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს, ჯერ კიდევ სენატორ ბარაკ ობამას დაბადების დღეზე ”ქრონოგრაფის” 210 დოლარად ღირებული საათი აჩუქეს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დღემდე ვერ ელევა. თუმცა, ბარაკ ობამას საათების კოლექციაში ასევე აღმოაჩენთ Highgear Enduro-ს სპორტულ საათს, რომელიც 70 დოლარი ღირს.
ჯორჯ ბუში-უმცროსი და ბილ კლინტონი
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს თავის დროზე ძალიან უყვარდათ ამერიკული საათის მწარმოებელი კომპანია Timex-ის არცთუ ძვირად ღირებული საათები. არკანზასის შტატის გუბერნატორობის პერიოდში ბილ კლინტონს მაჯას 400დოლარიანი Timex Ironman უმშვენებდა. ჯორჯ ბუში-უმცროსი კი აშშ-ის პრეზიდენტობისას ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ მიღებებზე 50 დოლარიანი საათით.
რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკი თავმდაბლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და თავმდაბლობისკენ სხვებსაც მოუწოდებს. ვატიკანის წინამძღოლი უბრალო თეთრ სამოსში და ლითონის ჯვარში გამოწყობილი დადის, მაჯას კი იაფფასიანი ”სვოჩის” საათი უმშვენებს.
მით რომნი
ამერიკელი პოლიტიკოსი, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტებმა Nixon Private SS-ის დაბალფასიანი საათით შენიშნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, საათი 200 დოლარი ღირს და მით რომნიმ ის სახლთან ახლოსმდებარე, ერთ-ერთ უბრალო მაღაზიაში შეიძინა.
წყარო:bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები