რუბრიკები
ანტონიო ბანდერასი საყვარელ ქალთან ერთად წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა
მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა თავისი ახალი მეგობარი ქალი ნიკოლ კემპელი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე პირველად გამოიყვანა. 54 წლის მაჩო 34 წლის საყვარელ ქალთნ ერთად საზოგადოებაში მანამდეც გამოდიოდა. ისინი ერთად ჩნდებოდნენ სხვადასხვა წვეულებებსა და საღამოებზე. თუმცა კანში ფილმ „დაქირავებულის“ პრემიერის წინ წითელ ხალიჩაზე ნიკოლი ხელჩაკიდებული პირველად გამოჩნდა თავის სიმპატიურ მამაკაცთან ერთად. ნიკოლმა უმშვენიერესი წითელი კაბა შეარჩია. საუცხოო სამოსმა ხაზი გაუსვა მის ულამაზეს ფეხებსა და სხეულის სავსე ფორმებს. შეგახსენებთ, რომ ბანდერასი ცოლს მელანი გრიფიტს შარშან 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. ანტონიო თვდაპირველად მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებთან ურთიერთობით ტკბებოდა, მაგრამ მსახიობს ასეთი ყოფა მალე მოსწყინდა და შეხვედრა დაიწყო ნიკოლ კემპელთან, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია. თავიდან ანტონიო ამ ურთეირთობას მალავდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ საიდუმლოს დიდხანს ვერ შეინახავდა და საზოგადოებაში ნკოლთან ერთად გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ბანდერასმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ მას ახალი რომანი აქვს ახალგაზრდა ჰოლანდიელ ლამაზმანთან, ყოფილი ცოლის მიმართ გრძნობა არასდროს გაუქრება. ბანდერასი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.