ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჟერარ დეპარდიე მთავარ როლს შეასრულებს ნეტფლიქსის ფრანგულ ენოვან პროექტში სახელწოდებით “Marseille.” ამის შესახებ ინფორმაციას ინდეფედენტი ავრცელებს.
სიუჯეტი რობერ ტაროს ირგვლივ განვითარდება, სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქის მერზე, რომელიც უკვე 25 წელია ამ პოსტს იკავებს. მოახლოებული არჩევნების წინ მის დაპირისპირებაზე ახალგაზრდა და ამბიციუ პოლიტიკოსთან. თუ ნეტფლიქსის გამოცდილებასა და ხარისხს გავითვალისწინებთ წინ ძალიან საინტერესო პროექტი გველის.
“Marseille” ერთი სეზონი გაგრძელდება და რვა სერიას მოიცავს და ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული სხვა როლებზე მოწყვეულიმსახიობების ვინაობა.
სავარაუდოდ სერიალი სტარტს 2015 წლის შემოდგომაზე აიღებს.
მასალის გამოყენების პირობები