ენგურის ხიდზე აფხაზეთობა აღნიშნეს. ადმინისტრაციულ საზღვართან,23 მაისს, დევნილი ახალგაზრდობა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მთავრობის პირველი პირები შეიკრიბნენ. აფხაზების სიყვარულის და მშვიდობის სურვილის ნიშნად ფრანი და მტრედები გაუშვეს, მოზარდებმა კი ქართული ცეკვა - სიმღერა შეასრულეს. აფხაზეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოგვიანებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "აფხაზეთობისთვის" მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიებებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები