ხობის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რევაზ ლოგუას ზედა კიდურის არეში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტის ზუსტი მიზეზი უცნობია, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლოგუამ საძოვარზე საქონლის ქურდებს ფაქტზე მიუსწრო და მას სწორედ ამ დროს ესროლეს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ემუხლითაა აღძრული, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე უკვე გახსნილია და დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები