ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკი-ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთთან. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, დედა და მისი 3 და 5 წლის შვილები.
„კურიერის“ ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა და სავარაუდოდ, გზას კვეთდნენ. ქალს ბავშვებთან ერთად მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მანქანის მძღოლი მძიმე მდგომარეობაში ფოთის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილებს ექსპერტიზას ქუთაისის საავადმყოფოში ჩაუტარებენ.
მასალის გამოყენების პირობები