კანის რიგით 68- ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს პალმის რტო წელს ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის ფილმმა “Dheepan”- მა მიიღო. კინოსურათი სოციალრუი დრამის ჟანრშია გადაღებული. ის შრილანკიდან დევნილი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პარიზის გარეუბანში მოხვდება.
საუკეთესო რეჟისორად წელს ჰოუ სიაო-სიანიი დასახელდა, ფილმისთვის “მკვლელი”. ფილმი მოგვითხრობს შუასაუკუნეების ჩინეთზე. მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მოკვლის ხელოვნებას არის დაუფლებული.
ნომინაციაში საუკეთესო სცენარი გაიმარჯვა მიშელ ფრანკოს “ქრონიკებმა”
საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული წელს ორმა მსახიობმა რუნი მარამ ფილმისთვის “ქეროლი” და ემანუელ ბერკომ ფილმისთვის “ჩემი მეფე” გაიყვეს.
საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლად წლევანდელ ფესტივალზე ვენსან ლინდონი დაასახელეს ფილმისთვის “ბაზრის კანონი”
საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს ლიბანურ – კატარული ნამუშევარი “ტალრები”
სპეციალური საპატიო პრიზით დაჯილდოვდა ანეს ვარდა.
ფესტივალის მთავარი პრიზი (გრანპრი) უნგრელ რეჟისორს ლასლო ნემეცს გადაეცა, ფილმისთვის – “საულის ვაჟი”
და ბოლოს, წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის რჩეული გახდა ბერძენი რეჟისორის, იორღოს ლანტიმოსის ფილმი “ლობსტერი”
მასალის გამოყენების პირობები