კანტარ გრუფმა, მსოფლიოში 10 ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების და ბრენდის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
სტატისტიკურმა კომპანიამ 11.000 კომპანიის გაყიდვები შეისწავლა და დაადგინა რომ მსოფლიოში კოკა-კოლას ყველაზე დიდი რაოდენობის მომხარებელი ჰყავს.
10. სარეცხი საშუალების კომპანია ტაიდი. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-1.44 მილიონი.
9. დავი- ჰიგიენური ბრენდი, კომპანიამ 2015 წელს სამი ადგილით წინ გადმოინაცვლა. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-1.46 მილიონი.
8. კნორი – მზა საკვების ბრენდი, კომპანიის გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლო. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-1.65 მილიონი.
7. ლეისი – ჩიფსების ბრენდი – კომპანია ეკუთვნის პეპსიკოს, ხოლო მისი გაყიდვების ზრდას, ხელი მომხმარებლებისთვის გემოს შერჩევაში ჩართვამ შეუწყო ხელი. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-1.75 მილიონი.
6. პეპსი – იმის მიუხედავად რომ გაყიდვები გაიზარდა პეპსიმ მე-6 ადგილი კვლავ შეინარჩუნა. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-1.44 მილიონი.
5. ნესკაფე – ყავის ბრენდი, წინა წელთან შედარებით ნესკაფეს გაყიდვებმა იკლო და მე-4 ადგილიდან მე-5-ზე გადმოინაცვლა. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-2.14 მილიონი.
4. ლაიფბაი-ჰიგიენის საშუალების ბრენდი, საგანმანათლებლო კამპანიებმა კომპანიას, განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს მოუტანა, ხოლო 2015 წელს ბრენდი აზიაში რიგით მეორე ყველაზე გაყიდვად პროდუქტად დასახელდა.
3. მაგგი – ნესტლეს პროდუქტის ხაზი. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-2.76 მილიონი.
2. კოლგეიტი – კბილის სახეხი საშუალების ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს ნახევარზე მეტი ოჯახი ყიდულობს.
1. კოკა კოლა-კომპანია მესამე წელია მოწინავე ადგილს იკავებს. სამომხმარებლო მიწოდების ქულა-5.72 მილიონი.
მასალის გამოყენების პირობები