ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შესაძლოა სანტა-ბარბარაში, რომლის სიახლოვეს ნავთობი ჩაიღვარა, საკუთარი სანაპირო დაკარგონ.
კალიფორნიის შტატის სანტა-ბარბარას სანაპიროსთან მომხდარი სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად ჯოლისა და პიტის მდიდრული სანაპირო საფრთის ქვეშ აღმოჩნდა.
მიწის ნაკვეთი, რომელიც 4,6 ჰექტარს შეადგენს, მსახიობებმა რამდენიმე წლის წინ ხუთ მლნ დოლარად შეიძინეს. 39 წლის ჯოლისა და 51 წლის პიტის რანჩო იმ ადგილას მდებარეობს, რომელიც განთქმულია სუფთა ოკეანის წყლითა და სანაპიროთი.
ოკეანეში ჩაღვრილმა ნავთობმა სანაპირომდე მიაღწია, სადაც ვარსკვლავების ოჯახური ბუდე მდებარეობს.
ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, კარგად ჩანს ნავთობის შავი ლაქა.
მასალის გამოყენების პირობები