ინგრედიენტები:
შავი ჩაი 5 პაკეტი
ლიმონი 1
ჯანჯაფილი (კოჭა) 2-3 სმ
პიტნა 2-3 ტოტი
შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
ჭურჭელში მოათავსეთ ჩაის პაკეტები, პიტნა, ლიმონის კანი და დაჭრილი ჯანჯაფილი. დაასხით 1.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაის პაკეტები ამოიღეთ, დანარჩენი კი დატოვეთ კიდევ ცოტა ხანს, სანამ ჩაი შეგრილდება. გაწურეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი, ასევე შაქარი გემოვნებით.
მიირთვით ცივი, ყინულით და ლიმონის ნაჭრებით
მასალის გამოყენების პირობები