დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო (ვიდეო)
11:09 / 26.05.2015
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქართული და აფხაზური ხალური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს ცაში სიმბოლურად მშვიდობის მტრედები გაუშვეს.
„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე საქართველო ერთიანი და მთლიანი იყოს“, - თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საზეიმო პროგრამა ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით დასრულდება, რომელიც ცენტრალურ პარკში 20:00 საათზე დაიწყება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები