რუბრიკები
მარწყვის ტორტი
რეცეპტის ინგრედიენტები: 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (500 მლ რძისთვის) 450 მილილიტრი რძე 2 სუფრის კოვზი შაქარი 100 გრამი დარბილებული კარაქი 50 გრამი შაქრის პუდრა 600 გრამი მარწყვი 40 გრამი თხლად დაჭრილი ნუში 40 გრამი ნახევრად მწარე შოკოლადი 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ჯემი მასალა ფხვიერი ცომისთვის: 100 გრამი დარბილებული კარაქი 60 გრამი შაქარი 1 კვერცხის გული 180 გრამი ფქვილი მასალა ბისკვიტისთვის: 3 ცალი კვერცხი 1 მწიკვი მარილი 120 გრამი შაქარი 80 გრამი ფქვილი მასალა მინანქრისთვის: 250 მილილიტრი წითელი ხილის წვენი 2 სუფრის კოვზი შაქარი 1 პაკეტი ტორტის უფერო მინანქრის ფხვნილი 40 გრამი თხლად დაჭრილი ნუში საცხობი ქაღალდი ფორმისთვის ფქვილი სამუშაოდ მომზადების წესი: 1. პუდინგის ფხვნილს შეურიეთ ცოტაოდენი რძე, დანარჩენი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამატეთ პუდინგის ფხვნილიანი რძე. წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. თან დროდადრო ურიეთ, რომ თავი არ გაუშრეს. 2. გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ კვერცხის გული, ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და აცხვეთ 175°-ზე 15 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და დადეთ ცხაურზე გასაცივებლად. 3. ფორმაში ისევ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, შეურიეთ შაქარი და კვერცხის გული. დაუმატეთ ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ. ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 25 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და აცადეთ ბოლომდე გაცივება. 4. კარაქს და შაქრის პუდრას ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცივებული პუდინგი. კარაქი და პუდინგი ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს. მიღებული კრემი დადგით გრილ ადგილას. 5. მარწყვი გარეცხეთ და შუაზე დაჭერით. ნუში ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ. შოკოლადი დატეხეთ, ორთქლზე გაადნეთ და წაუსვით ფხვიერი ცომისგან გამომცხვარ ფირფიტას. დააფარეთ ბისკვიტი, ზემოდან წაუსვით ფორთოხლის ჯემი, გვერდებზე და ზედაპირზე წაუსვით კრემი და მოაწყვეთ მარწყვი. 6. ხილის წვენს შეურიეთ შაქარი და ტორტის მინანქრის ფხვნილი. პაკეტზე მოთავსებული მიტითებების მიხედვით მოამზადეთ ტორტის მინანქარი და წაუსვით ნამცხვარს. გვერდები მორთეთ თხლად დაჭრილი ნუშით. რჩევა: შეგიძლიათ ფირფიტა და ბისკვიტი წინა დღითაც გამოაცხოთ. ვარიანტები: ნამცხვარს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და მორთეთ პიტნის ფოთლებით. ფორთოხლის ჯემის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გარგარის ან მარწყვის ჯემი. -
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.