კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ ბელსიტო ამტკიცებს, რომ მაღაზიაში შეძენილი ნებისმიერი ახალი სამოსი მაშინვე უნდა გაირეცხოს.
ის აღნიშნავს, რომ ტანსაცმლის მწარმოებლები ხშირად იყენებენ სპეციალურ ქიმიკატებს, იმისათვის, რომ მათი პროდუქცია მომხმარებლისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
ქიმიკატებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქცია და კანის დაავადება.
ამის გარდა ახალი სამოსი უამრავი ბაქტერიისა და მწერის ბუდეა. ვერავინ წარმოიდგენს, თუ რამდენჯერ ისინჯავენ მას მომხმარებლები, ვიდრე სასურველ ნივთს აირჩევენ.
ამასთან ტანსაცმლის მწარმოებლები ვალდებულნი არ არიან ინფორმაცია გასცენ თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ თავიანთი პროდუქციისთვის.
ცოტა ხნის წინ ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჩინეთში დამზადებული ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობა შეიცავს დასაშვებ ნორმაზე 900-ჯერ მეტ ქიმიურ ნივთიერებას.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ნივთიერება -ფორმალდეგიდური კუპრი, ის გამოიყენება ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობისთვის, რათა არ დაიჭმუჭნოს და ნაკეცები არ გაიკეთოს.
ეს ნივთიერება იწვევს ალერგიულ რეაქციას, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით კი ის შესაძლოა კანის კიბოს გამომწვევიც კი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები