როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ხარ, თითქმის ყველაფერი შესაძლებლად გეჩვენება, მათ შორის, მსოფლიო რეკორდების მოხსნა, – წერს Mashable.com-ი.
გინესის მსოფლიო რეკორდსის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ორშაბათს, ტვიტერის(Twitter) მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
ორი დღის წინ, ბარაკ ობამა ტვიტერზე დარეგისტრირდა და 5 საათის განმავლობაში მილიონი ფოლოვერი დააგროვა, რაც ტვიტერის ისტორიაში – რეკორდია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრეზიდენტი ტვიტერზე პოსტავს, თუმცა იგი თეთრი სახლის ტვიტერის ექაუნთს იყენებდა და საკუთარი არ ჰქონდა.
“მოგესალმებით ! 6 წლის შემდეგ, საბოლოოდ მომცეს ჩემი საკუთარი ექაუნთი !”, – წერს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავისი ტვიტერის პირველ პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები