რუბრიკები
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია
ოლიმპიური ცეცხლი გუშინ, ბათუმის აეროპორტში სპეცთვითმფრინავით ჩაიტანეს. ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმის აეროპორტში ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.  თვითმფრინავიდან ოლიმპიური ცეცხლი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალეკო ახვლედიანმა ჩამოიტანა და ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლერი ხაბელოვთან ერთად აანთო პირველი ჩირაღდანი. აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ამის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი მიაწოდეს ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს. პირველი მეჩირაღდნე იყო რუსუდან სიხარულიძე. ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, საპატიო ბათუმელებმა და სხვადასხვა ცნობილმა სახემ, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონებმა მუხრან ვახტანგაძემ, სალომე მელიამ, რუსუდან სიხარულიძემ და სხვა სპორტსმენებმა. ოლიმპიურმა ცეცხლმა გაიარა აეროპორტის გზატკეცილი, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩები, რუსთაველის გამზირი, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები. საბოლოოდ ცეცხლი პიაცას მოედანზე ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ შეიტანა.  პიაცაზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სოფო ხალვაშმა, გიორგი და ნიკო ბერიძეებმა, ნოდიკო ტატიშვილმა, ნინი ბუზალაძემ, "ნიკოლშოუმ", დიჯეი რემბომ და მუსიკალურმა ანსამბლებმა. ზუგდიდში ცეცხლს 1 ივლისს ჩამოიტანენ და ორი დღე დარჩება, აქედან ერთი დღით მას ანაკლიაში გადაიტანენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.