გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” გერმანიის კინოთეატრების გაქირავებაში 28 მაისიდან ჩაეშვება.
გერმანულმა მხარემ უკვე დაამზადა სპეციალური ტრეილერი ფილმის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
სცენარი ფილმისათვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. „სიმინდის კუნძულის“ ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქცია და 30-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები