რთულია მეუღლისთვის საჩუქრის შერჩევა, როდესაც მას ყველაფერი აქვს – შესანიშნავი სახლი, პირადი პლაჟი და საკუთარი კუნძულიც კი! მაგრამ, როგორც ჩანს ბრედ პიტმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა. მან საჩუქარი უკვე შეიძინა და ანჯელინას 40-წლის იუბილესთვის წინასწარ აჩუქა. ბრედმა თვითმფრინავის მოდელი თავისი გემოვნებით შეარჩია. მაგრამ “ლარა კროფტის” ახალი სატრანსპორტო საშუალების მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას როგორც ხმელეთზე, ასევე წყალზე შეუძლია დაჯდომა. აღსანიშნავია, რომ ჯოლი დამწყები პილოტი არ არის. მას თვითმფრინავის მართვის გამოცდილება უკვე გააჩნია. მაგრამ მსახიობს კიდევ ერთი კურსის გავლა მაინც მოუწევს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პირველი უჩვეულო საჩუქარი არ არის, რომელიც პიტმა თავის რჩეულს მიართვა. რამდენიმე წლის წინ ბრედმა მეუღლეს ვეფხვი აჩუქა. თავის მხრივ ვალში არც ჯოლი დარჩა. მან პიტს სარბოლო მოტოციკლი და ძვირადღირებული საათი აჩუქა.
მასალის გამოყენების პირობები