რუბრიკები
ზუგდიდის თეატრის ახალი მმართველი - თეატრში ბევრი სამუშაოა (ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მმართველად  ზურაბ ეგუტია დაინიშნა. მას თეატრში დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. ის დასის წევრებსა და თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. „თეატრში ბევრი სამუშაო და პირველ რიგში ბევრ რამეში უნდა გავერკვე, მათ შორის ფინანსებში. თეატრს ძალიან კარგი დასი ჰყავს და ქვეყნის მასშტაბით აუცილებლად უნდა იყოს გასტროლები, პირველ რიგში ეს უნდა მოვახერხოთ“, - თქვა ზურაბ ეგუტიამ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის თქმით, ზურაბ ეგუტიას კანდიდატურა დასთან შეთანხმებით შეირჩა. მისივე თქმით, ის ეგუტიას სამუშაო გამოცდილებას პირადად გაეცნო და იმედი აქვს , რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მმართველი იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დირექტორი იყოს კარგი მენეჯერი. მას უნდა ჰქონდეს ფინანსური საქმის წარმოებისა და  იურიდიულ საკითხებთან მუშაობის გამოცდილება და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა ზურაბ ეგუტია“, - თქვა ბადრი წერედიანმა. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ახალი მმართველი ზურაბ ეგუტია ალექსანდრე - საშა ეგუტიას შვილია, რომელიც ამავე თეატრს 1956-86 წლებში ხელმძღვანელობდა. ზუგდიდის თეატრის მმართველის თანამდებობა თვეზე მეტია ვაკანტურია. ყოფილმა მმართველმა მაია კალანდიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 3 აპრილს დაწერა, რომელიც კულტურის  მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 21 აპრილს დააკმაყოფილა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.