ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, შესაძლოა, ინტერნეტ-დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად აღიაროს. ამის შესახებ М24-ი მოსკოვის მთავარ ფსიქიატრზე - ბორის ციგანკოვზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, ამ დროისათვის მზადდება დაავადების ახალი საერთაშორისო კლასიფიკაცია. დაავადებების ახალი ნუსხის საბოლოო ვერსია 2017 წელს გამოქვეყნდება.
ფსიქოლოგების თქმით, ასეთი დიაგნოზი შესაძლოა დაუდგინდეს სელფზე, ონლაინ-თამაშებზე, SMS-ებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებს. „ინტერნეტ-დამოკიდებულება შევა ახალ კლასიფიკაციაში, რადგან მას იგივე თვისებები აქვს, რაც ფსიქოლოგიურსა და ქიმიურ დამოკიდებულებას. ის ახლოსაა თამაშებზე დამოკიდებულებასთან. ამჟამად ახალი დაავადების რეცენზირება სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ციგანკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები