რუბრიკები
"გაიყიდა" თუ არა „ზუგდიდი“ – „დინამოს“ თამაში? (აუდიო)
სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფეხბურთო კლუბის  ზუგდიდის „ზუგდიდი“ ფეხბურთელებმა თბილისის „დინამოსთან“ 7-0 წაგების სანაცვლოდ ფული აიღეს. ს/კ „ზუგდიდის“ გულშემატკივარი და ყოფილი პარლამენტარი გურამ (ცაცა) შელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა  თამაშის „გაყიდვაში“ მონაწილე 10 ფეხბურთელი გუნდიდან  გაუშვა. „1990 წლის 27 მაისს დიდი ფეხბურთიდან გააცილეს ლეგენდარული ქართველი მეკარე ოთარ გაბელია, ზუგდიდის ფუხბურთის ისტორიაში საუკეთესო, ჯენტლმენი, კოლორიტი, უპატიოსნესი კაცი, ის თვით ზ. გამსახურდიამ გააცილა დინამოს სტადიონიდან, ამას იმიტომ ვწერ რომ დღევანდელმა ზუგდიდის ფეხბურთელებმა არაკაცობა, ჩ........ბა, ბ.......ა, გამყიდველობა ჩაიდინეს. მათ ვიღაცამ უთხრა წააგებთ 7-0 მიიღებთ ფულს, ტოტალიზატორში დადო ვიღაცამ დიდი თანხა, ჩვენმა გამყიდველებმა კი შეასრულეს, ის კი არა და როცა ბ. შეროზიამ შეცვლაზე ახალი ფეხბურთელი შეიყვანა, მისთვის არ იყო ნათქვამი რომ უნდა წაეგოთ ამ ანგარიშით, იმანაც ერთხელ ძელს მოარტყა, მერე პენალტი გააკეთა.  პენალტი ჩვენებმა ოსტატურად ააცილეს კარს, აბა ხომ არ გაიტანდნენ?! შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს ეგრევე უთხრეს ვაი ფეხბურთელებმა ფულს გვაძლევენ შენ შენსას მიიღებო, ისიც გაჩერდა.  დინამოს 3 თვის ხელფასი არ აუღია, ასეა სხვა გუნდებიც, ზუგდიდი კი ყოველთვიურად დათქმულ დროს იღებს ფულს ქალაქის მერის გოგოხიას ძალისხმევით.  გ. ინალიშვილმა, ვინც მონაწილეობდა ამ გაყიდვებში ის 10 ფეხბურთელი გაუშვა“, - წერს ფეისბუკზე გურამ შელია. საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდი“ დირექტორი გელა ინალიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ფეხბურთელები გუნდიდან მხოლოდ კონტრაქტის დასრულების გამო გაუშვეს.   „მაისში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადა და ყველა წავიდა. კლუბის გაახალგაზრდავებაზე ვფიქრობთ...  გუნდის ყოფილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ 4-თან მიმდინარეობს მოლაპარაკება.  20 ივნისს გაირკვევა ყველაფერი თუ ვინ დარჩება გუნდში.  რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჭორებზე ვერ ვისაუბრებ,  ეს უკვე სხვა უწყების გამოსაკვლევია".- თქვა რადიო „ათინათთან“ საუბარსას გელა ინალიშვილმა. საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდს“  თბილისის „დინამომ“ დინამო არენაზე 13 მაისს უმასპინძლა. ანგარიში დინამოს სასარგებლოდ 7:0 დასრულდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.