"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა სამართალდამცავებმა დააკავეს. ის საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ დააკავა , რაც კომპანია "სითი პარკის" ოფისთან კომპანიის საევაკუაციო ავტომანქანებს ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
ბეჟან გუნავას თქმით "სითი პარკის" საქმიანობა უკანონოა.ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს მოუწოდებდა, შეემოწმებინათ კომპანიის საევაკუაციო მანქანების საბუტები.
საპატრულო პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ,ბეჟან გუნავა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, საპატრულო პოლიციის ავტომობილით გადაიყვანა.
"თავისუფალი საქართველოს" წევრმა ბეჟან გუნავამ მხარდამჭერებთან ერთად "სითი პარკის" ავტოსადგომთან აქცია გამართა.როგორც დაკავებამდე გუნავამ განაცხადა, "თავისუფალი საქართველი" იწყებს კამპანიას,რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრები დაეხმარებიან "სითი პარკის" მიერ დაჯარიმებულ და მანქანაჩამორთმეულ მოქალაქეებს კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
წყარო: ipn
მასალის გამოყენების პირობები