ზუგდიდში "ნაციონალების" მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
18:03 / 28.05.2015
ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელისუფლების გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია და პარტიის სხვა წევრები. აქცია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება. აქცია სანქცირებულია და მას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იცავენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები