ვინ დიზელი ყოველთვის განსაკუთრებული მოხერხებულობით გამოირჩეოდა, გაეყიდა სიახლეები ისე, რომ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო აღმოჩენილიყო. თავის დროზე, “Hannibal the Conqueror”-ის გამოსვლა რომ დაეანონსებინა მაყურებებისათვის სპეციალური ვიდეორგოლი ვერტმფრენიდან გადაიღო.
ამჯერად, მსახიობმა, “ფორსჟი 8″-ის მომავალი გადაღებების ადგილის გამხელა გადაწვიტა და ინსტაგრამს მიმართა. სოციალური ქსელის პერსონალურ გვერდზე “ფორსაჟი 8″-ის პოსტერი ატვირთა, რომელზეც ბრუკლინის ხიდი და მანჰეტენია გამოსახული. შესაბამისად, მაყურებლებს უკვე შეუძლიათ ივარაუდონ, რომ მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკების სერიის მომდევნო სიქველის გადაღება სწორედ ნიუ იორკში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2017 წლის 14 აპრილს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები