როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს. თუმცა ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმ ეფექტით, რასაც ჩვენზე ახდენს მობილური ტელეფონი _ გარდა იმისა, რომ მისი გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ.
მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან მოვაცილებთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. დოქტორ გაი მედოუზის თქმით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტში უძილობის პრობლემებზე მუშაობს, საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის. თვითონ ექიმი გაი მედოუზი, როგორც ამბობს, თავის სმარტფონს ყოველთვის სამზარეულოში ტოვებს _ რაც შეიძლება შორს საძინებლისგან.
მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი, მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები