ინგრედიენტები:
ნაღები 35 % 500 გ
არაჟანი 5 ს.კ
შაქრის პუდრი 2 ს.კ
1 ლიმონის წვენი და ცედრა
მოცვი 200 გ
ჟოლო 200 გ
მომზადების წესი:
ნაღებს დაამატეთ შაქრის პუდრი და ათქვიფეთ გასქელებამდე. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, შეურიეთ არაჟანი ან გაწურული მაწონი. ფრთხილად გადაურიეთ.
ცოტაოდენი ხილი შეინახეთ მოსართავად, დანარჩენი ბლენდერში ნათქვიფეთ ან ხელის საჭყლეტით დაჭყლიტეთ. ინდივიდუალურ ფორმებში რიგ-რიგობით გადაიტანეთ კრემი და ხილი, ზემოდან კი შენახული ხილით მორთეთ.
შედგით მაცივარში 1 საათით.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები