ინგრედიენტები:
მწვანე ლობიო 800 გ
ხახვი 1-2
აყვავებული ქინძი 1 კონა
რეჰანი 1 კონა
პიტნა 3 ღერი
ნიორი 1 ჭ
ქონდარი 5 ღერი
უცხო სუნელი 3 ს.კ
მარილი და პილპილი
ძმარი
მომზადება
ლობიო გავარჩიოთ, მოვხარშოთ და გავწუროთ.
ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ გაწურული ლობიო და 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან, ლობიოს დავაყაროთ დანაყილი და ძმარში გახსნილი უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა, მწვანილები და ნიორი.
დრო – 1 სთ
სირთულე – 2
ულუფა - 4
მასალის გამოყენების პირობები