გაი რიჩის ფილმში „მრგვალი მაგიდის რაინდები: მეფე არტური“ არამზადის როლი ჯერ კიდევ ვაკანტურია. მთავარ კანდიდატურად კი ბრიტანელი ჯიუდ ლოუ განიხილება, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ ფილმს კინოკომპანია „ვორნერ ბრაზერსი“ გადაიღებს. სცენარი, რომლის ავტორიც ჯობი ჰაროლდია, არ საჯაროვდება.
ნამუშევარში მეფე არტურს ჩარლი ჰანემი ითამაშებს, ხოლო ასტრიდ ბერგს-ფრისბი გვინევირის როლზეა დამტკიცებული.
შეგახსენებთ, რომ ერთად ლოუმ და რიჩმა ფილმში „შერლოკ ჰოლმსი“ ითანამშრომლეს, რომელშიც მსახიობმა ექიმი უოტსონის პერსონაჟი განასახიერა.
კინოპროდუქტის გამოშვება 2016 წლის 22 ივლისს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები