რუბრიკები
200 000 დოლარი სანაგვე ყუთში
კალიფორნიის შტატში ასაკოვან ქალბატონს ეძებენ, რომელმაც ურნაში 200 000 დოლარის ღირებულების Apple-ის ერთ-ერთი ძველი და იშვიათი მოდელის კომპიუტერი გადააგდო. აშშ-ის ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ 60-70 წლის ქალბატონმა რამდენიმე ყუთი გადააგდო, ერთ-ერთში კი სწორედ Apple-ის იშვიათი და ორიგინალი მოდელი Apple 1 იყო მოთავსებული, რომელიც სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა 1976 წელს შექმნეს. მაშინ სულ 200 მსგავსი მოდელი გამოუშვეს და თითოეული 666,66 დოლარად გაყიდეს. გასულ თვეს ურნაში ნაპოვნი ერთ-ერთი მსგავსი მოდელის Apple-ის კომპიუტერი ნარჩენების გადამამუშავებელმა კომპანია CleanBayArea-მ კერძო აუქციონზე 200 000 ამერიკულ დოლარად უკვე გაყიდა. ახლა კი ეძებენ იშვიათი მოდელის კომპიუტერის წინა მფლობელს, რომელსაც მიღებული თანხის 50 პროცენტი - 100 000 დოლარი ეკუთვნის.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები