რუბრიკები
ცესკომ სენაკსა და ზუგდიდში შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში 2015 წლის 31 მაისს ჩატარებული საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესი დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი მალხაზ ტორჩინავა -- 49,16 პროცენტი (470 ხმა); საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი კაპიტონი ტორჩინავა -- 23,54 პროცენტი (225 ხმა); „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ემალი ყურაშვილი -- 17,78 პროცენტი (170 ხმა); ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხვიჩა სანაია -- 9,52 პროცენტი (91 ხმა). ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კი წინასწარი მონაცემების მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვასილ გაბისონია -- 57,02 პროცენტი (410 ხმა); ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კობა ბულია -- 42,42 პროცენტი (305 ხმა) და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ბაჩუკი ნარუშვილი -- 0,56 პროცენტი (4 ხმა). წყარო : http://www.cesko.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.