რეცეპტის ინგრედიენტები:
8 ცალი კარტოფილი
500 გრ. ქამა სოკო (შამპინიონი)
1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
1 ს/კ ფქვილი
ზეითუნის ზეთი შესაწვავად
250 გრ. არაჟანი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად.
2. წვრილად დაჭერით ხახვი, დაამატეთ 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ, მოთუშეთ მცენარეულ ზეთში.
3. დაჭერით სოკო მცირე ზომის ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე, განცალკევებით ხახვისაგან.
4. დააწყვეთ კარტოფილი საცხობ ფორმაზე, დაამატეთ სოკო, ხახვი, სანელებლები, არაჟანი და აურიეთ კარგად.
5. შედგით ღუმელში და აცხვეთ 180ᵒ С-ზე 40 წუთის განმავლობაში. კარტოფილი შამპინიონითა და არაჟნით მზადაა, გემრიელად მიირთვით!
წყარო: კულინარია
მასალის გამოყენების პირობები